თეგებით ძიება
01. 10. 2021 COVID - 19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებს სოფელ ოძისში კორონავირუსზე ტესტირება შეუძლიათ

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე სპეციალურად უკვე მოეწყო სივრცე, სადაც „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები COVID 19-ზე სწრაფ ტესტებს უფასოდ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალი მოქალაქეებს მომსახურებას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს.

სოფელ ოძისში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველმა პირმა კორონავირუსზე ტესტირების სივრცე მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან, „მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელ, რეგიონის კოორდინატორ ბადრი კუკულაძესთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე კახა მამულაძესთან ერთად მოინახულა.

„ტესტირების სივრცე შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოეწყო. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა იმ საჭიროებით, რაც კორონავირუსზე ტესტის გაკეთებისთვის მნიშვნელოვანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელ მოქალაქეებს კომფორტულ გარემოში მოემსახურებიან და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარებასაც გაუწევენ." - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, სოფელ ოძისში ტესტირების სივრცე მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა“ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად მოეწყო.

წყარო: pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა