თეგებით ძიება
01. 10. 2021 COVID - 19

„სინოფარმის“ ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია

ჩინური წარმოების მიერ წარმოებული, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „სინოფარმის“ მილიონი დოზა საქართველოშია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა