კორონავირუსით საქართველოში კიდევ 29 ადამიანი დაიღუპა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი, ხოლო 795 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 616 589-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 587 499 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 005 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,56%, ბოლო 14 დღის - 5,49%, ბოლო 7 დღის - 4,93%