"აიცერი და თავიდან აირიდე კოვიდის გადატანის შემდეგ განვითარებული დაუსრულებელი კოშმარი" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ფრანგულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინირებულ პირებში გაცილებით სწრაფად უკუვითარდება ლონგ-კოვიდის (ხანგრძლივი კოვიდი) სიმპტომები ვიდრე არავაქცინირებულებში. აიცერი და თავიდან აირიდე კოვიდის გადატანის შემდეგ განვითარებული დაუსრულებელი კოშმარი", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.