თეგებით ძიება
05. 10. 2021 COVID - 19

"საფრთხე არის იმიტომ, რომ მობილობა სერიოზულად გაიზარდა" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, "მისული ვართ კონსესუსამდე 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით", მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.


"საფრთხე არის იმიტომ, რომ მობილობა სერიოზულად გაიზარდა, დაიწყო სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამიტომ არის მუდმივად მოწოდება, რომ უნდა გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები და საერთოდ, უსაფრთხო დაწესებულებები,- ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მასწავლებელთა კორპუსში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და აქტიურად იცრებიან. სასურველია, რომ 80%-ზე ავიდეთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს მაჩვენებელი სტუდენტებში. სტუდენტებში აცრის მაჩვენებელი 28%-ია, თუმცა, ზოგიერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში სტუდენტთა 50%-ზე მეტია აცრილი. ამიტომ, უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, აიცრან. საკმაოდ გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ჩემს კოლეგებში, ექიმებში, სადაც 78% გვაქვს ერთჯერადად აცრილების მაჩვენებელი, ხოლო 70% - ორჯერადად. 50%-ის ფარგლებში ვართ ექთნებში, 40%-ზე ნაკლებია უმცროს სამედიცინო პერსონალში, შედარებით მეტია სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალში“,- განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა