თეგებით ძიება
05. 10. 2021 COVID - 19

„დედაც კლინიკაშია და მამაც - ძალიან გაგვიგრძელდა კოვიდდთან ბრძოლა!" - ირმა ცქიტიშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირმა ცქიტიშვილი პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ მის მშობლებს ძალიან გაუგრძელდათ კორონავირუსთან ბრძოლა.

„ძალიან გაგვიგრძელდა ვერაგ კოვიდდთან ბრძოლა!

გუშინ მძიმე დღე გვქონდა, მამას ინფარქტი განუვითარდა და თიმის კლინიკაში გადავიყვანეთ, სადაც სტენდირება ჩაუტარდა. სასწაულად გადარჩა კვლავ!

ამ საოცარ კლინიკაშია წევს დღეს – უმაგრესი ექიმებით და კოვიდის მართვის გამართული სისტემით. დედა ჯერ ინფექციურშია და იმედი მაქვს, რომ მალე გამოვიყვან.

უვერაგესია კოვიდი, დამიჯერეთ, ორი კვირაა, ყველაფერს ვუკეთებთ დედას და მამას და ყოველდღე ახალ-ახალ სიურპრიზებს გვიგდებს კოვიდი! აიცერით, რომ სიცოცხლე დაიცვათ!“ - წერს ცქიტიშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა