თეგებით ძიება
05. 10. 2021 COVID - 19

"მე პირადად, როგორც ექიმი თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი, ამ სასაცილო აქციაში რომ მოვიაზრებოდე!" - თამარ ჟამურაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას აკრიტიკებს

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინციატივას აკრიტიკებს, რომლის მიხედვით, ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.

"არ ვიცი ვისი ინიციატივაა, მაგრამ აშკარად გაუაზრებელია, მსუბუქად რომ ვთქვათ!

პაციენტებს ექიმების რა ნდობაც შერჩენიათ, იმასაც ვართმევთ ასეთი მიდგომით ფაქტიურად! გამოდის, ამიერიდან ყველა ექიმის რეკომენდაცია საეჭვოდ უნდა მიიჩნიონ და იფიქრონ რომ ფულის გამო ურჩევენ?!

ისედაც ფიქრობს ზოგიერთი, რომ ვაქცინაციის პროპაგანდაში ფულს გვიხდიან და ანუ უნდა დაუდასტურდეთ ეს ტუტუცური აზრი?
ოჯახის ექიმებს ტრენინგი და ინფორმირება და არა ფულადი დაინტერესება სჭირდებათ.

მე პირადად, როგორც ექიმი თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი ამ სასაცილო აქციაში რომ მოვიაზრებოდე!!", - წერს ჟამურაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა