თეგებით ძიება
06. 10. 2021 COVID - 19

კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, ხოლო 1 516 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.


საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 623 830-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 594 669 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 134 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.31%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა