კონცერტებსა და ფესტივალებზე დასწრება დღეიდან რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი
დღეიდან, კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება.
გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კონცერტებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.
ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა 12 აგვისტოდან დღემდე სრულად იყო შეზღუდული.