თეგებით ძიება
06. 10. 2021 COVID - 19

რა რეგულაციები შემსუბუქდა დღეიდან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით ხანგრძლივდება.

რესტორნები, კაფე-ბარები და კვების სხვა დაწესებულებები 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე იმუშავებენ.

იხსნება ფესტივალებსა და კონცერტებზე დაწესებული შეზღუდვაც. მათი ჩატარება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებელთა 33% დაუშვას.

გუშინ, 5 ოქტომბერს დასწრებული ფორმით განახლდა სწავლა სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა