"დამიდასტურდა კოვიდი" - ბათუმის მერობის კანდიდატი ინფიცირებულია
"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სოციალურ ქსელშო პოლიტიკოსი წერს, დისტანციურად რეჟიმში აგრძელებს საარჩევნო კამპანიას.
"სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.
ორი დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.
ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას. წინ მეორე ტურია, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებ თქვენთან ერთად.
მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის", - წერს ჩიქოვანი ფეისბუქზე.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში გაიმართება, მათ შორის ბათუმშიც.