თეგებით ძიება
07. 10. 2021 COVID - 19

"რეგულაციების მოხსნა, შეიცავს რისკებს, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას რეკომენდაციები" - ეპიდემიოლოგების განმარტება

ეპიდემიოლოგებმა ალექსანდრე გოგინავამ და ნათია გორდაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. ვაქცინაციის პროცესი არ მიდის სწრაფი ტემპით. ეს ტემპი არ მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული. რეგულაციების მოხსნა, თეორიულად, შეიცავს რისკებს. მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას რეკომენდაციები. თუ იდეალურად დავიცავთ წესებს და ვაქცინაცია გააქტიურდება, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემცირდება“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს, ასევე, ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე და დასძენს, რომ ვაქცინაციის ტემპი სამომავლოდ შესაძლოა ეპიდვითარების გაუარესების მიზეზი გახდეს.

„თუ რეკომენდაციების შესრულება ვერ განხორციელდება, ის დაწესებულებები, სადაც ვერ იქნება მინიმუმ თანამშრომელთა 80% იმუნიზებული, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება უსაფრთხო გარემოდ. ეპიდვითარება არ გართულდება იმ თვალსაზრისით, თუ კომბინაციაში ვაქცინაციასთან ერთად, მოსახლეობა პირნათლად შეასრულებს რეკომენდაციებს“, - აღნიშნავს ნათია გორდაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა