თეგებით ძიება
07. 10. 2021 COVID - 19

კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი, ხოლო 1 711 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 626 058-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 596 380 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 162 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.61%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა