თეგებით ძიება
07. 10. 2021 COVID - 19

"ვაქცინაცია სავალდებულო ხდება?" - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო ვერ გაცდება, რადგან ადამიანებს უფლება უნდა ჰქონდეთ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ.

„შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობა. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი. ბიზნესგარემოში შეიძლება, ეს მოთხოვნები დავაწესოთ, რაც თავის თავში მოიცავს არჩევანისა და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას, თუ რა სამედიცინო ჩარევას ჩავიტარებ მე - იქნება ეს ვაქცინაცია, ტესტირება, თუ თუნდაც, პირბადის გამოყენება.

ცალსახაა ის, რომ ადამიანს უფლება აქვს, თავად მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ. მეორე მხარეა, რა გარემოში რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებით. ეს მოთხოვნები აუცილებლად თავის თავში უნდა მოიცავდეს არჩევანის უფლებასა და შესაძლებლობას. კერძო სექტორი იქნება, თუ გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში, ჩვენ, რაღაც ეტაპზე, დავაყენებთ იმ მოთხოვნას, რაც დღესაც კეთდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა