თეგებით ძიება

"14 ოქტომბრის აქციებს არ ვუერთდებით” – ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკური პარტია" 14 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება. ამის შესახებ განცხადება ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

“ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ბრალდებებია, რაც უკავშირდება მის მმართველობას, ახლა ის პოლიტიკური პატიმარია ქართული ოცნების და ეს არის რევანში ქართული ოცნებისგან. რაც შეეხება 14 ოქტომბრის აქციებს, ამ აქციებს რესპუბლიკური პარტია არ უერთდება”, – განაცხადა სამნიძემ.

14 ოქტომბრის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას ოპოზიციური პარტიებიდან არც "ლელო" და "ევროპული საქართველო" შეუერთდება. ორივე პარტია სოლიდარობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მათი განმარტებით "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე უარს პარტიულობის გამო ამბობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა