კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, ხოლო 2 082 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 670 552-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 616 9 37 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 546 პაციენტი ემსხვერპლა.