„სამწუხაროდ, ჩვენ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, წინამორბედი ტალღებისგან განსხვავებით მეხუთე ტალღა ქვეყანაში ძალიან მაღალი მაჩვენებლებით დაიწყო.
„სამწუხაროდ, ჩვენ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ. ამ ტიპის ნიშნულიდან არ დაწყებულა არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე ტალღა. ახლა უფრო მძაფრად მიდის. ეს დელტა შტამი საკმაოდ აგრესიული გამოდგა და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, ვიღაცებს ჩემი პროგნოზი არ მოეწონოთ, მაგრამ საკმაოდ რთული ნოემბერი გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.