კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 99 საბავშვო ბაღია დაკეტილი
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 ბაღია დაკეტილი.
53 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 46 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.
ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.
ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.