შეიძლება, თუ არა, გრიპისა და კოვიდ19-ის ვაქცინების ერთ დღეს გაკეთება? – ჩხაიძე
სპეციალისტები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, რისკჯგუფებს, გრიპზე აცრისკენაც მოუწოდებენ.
ივანე ჩხაიძე მედიასთან ამბობს:
„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში საგანგაშო სტატისტიკაა. ერთადერთი, რასაც შეუძლია რეალურად შეაკავოს კორონავირუსი და შეამციროს სიკვდილიანობა, ეს არის ვაქცინაცია. განსაკუთრებით მძიმე თვეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. წელსაც 200 ათასი დოზა გრიპის ვაქცინაა შესყიდული. ჯანმო-ს რეკომენდაციით, შესაძლებელია გრიპისა და კორონავირუსის ვაქცინაციის ერთი და იმავე დღეს ჩატარება“