თეგებით ძიება
19. 10. 2021 COVID - 19

"გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ რომ გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს.

„არის დიდი მსჯელობა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ასე არაა. წინააღმდეგობაში არ არის არც ლეგალურად, ანუ კანონმდებლობით და არც მორალურად.

დღეს, როცა პანდემიაა, სავალდებულო ვაქცინაცია უნდა დაწესდეს პირველ რიგში ჩვენთვის, ანუ სამედიცინო პერსონალისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების 79% აცრილია. მაგრამ ეს მაჩვენებელი ნაკლებია ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში. ვაქცინაცია ასევე სავალდებულო უნდა იყოს სკოლებში პედაგოგ-მასწავლებლებისთვის, ისევე, როგორც სხვა პროფესიებისთვის. ჩვენ ამ საკითხს უკვე დიდი ხანია ვაყენებთ და იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის და მსჯელობის შემდეგ ეს საკითხი გადაწყდება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა