დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდვაქცინაციის მარათონთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
"საქართველოს სამსახურში! ვიცრებით ერთმანეთისთვის - ვაქცინაციის მარათონი საქართველოს მასშტაბით წარმატებით დაიწყო.
მარათონს ასობით ადამიანი შეურთდა და ნანა აბულაძე ერთ-ერთი მათგანია - „მინდა მოვუწოდო მშობლებს, აიცერით და გაუფრთხილდით საკუთარ შვილებს. აიცერით იმისთვის, რომ არ გვეშინოდეს და ისევ დავინახოთ ერთმანეთის ღიმილი“.
მეტი ინფორმაცია ვაქცინაციის მარათონის შესახებ იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე", - აღნიშნულია განცხადებაში.