"მონიტორინგი არსებულ რეგულაციებზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“ - თამარ გაბუნია
საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია არის ის, რომ არსებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდოს.
„ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში - 47%-ზეა ასული. ეს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი ამ მიმართულებით, ასევე მონიტორინგი არსებულ რეგულაციებზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ რეგულაციების აღსრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაყოლიება და თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გაიზიაროს.