თეგებით ძიება

რატომ ბედავენ ამდენს? - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებზე

ვინ არის საერთოდ ფოტიგა? რატომ ბედავენ ამდენს? ეს მაინტერესებს, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე.

არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არავინ ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში 700 დეპუტატია, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება.

მე მინდა, შევახსენო თქვენ მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ პირადი ნაცნობობა აქვთ სააკაშვილთან, მათ შორის პირადი მეგობრობა. ერთ-ერთი ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს, გლუკსმანი იყო იყო ეკა ზღულაძის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. ვინ არის საერთოდ ფოტიგა? რატომ ბედავენ ამდენს? ეს მაინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს ხუთმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ "სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს ამ საქმეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკავილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა