თეგებით ძიება

აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას აღარ აინტერესებს საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობა თუ დიეტა.

"მოსახლეობას უნდა გავუფრთხილდეთ, საქმეზე უნდა ველაპარაკოთ, სიკეთეებზე პროექტებზე, ახალ საქმეზე. აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიშმშილობა თუ დიეტა", - აცხადებს ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, პრივილეგირებული არ იქნება არც ერთი პატიმარი.

"შიმშილობის ფაქტები ხშირი არ არის, მაგრამ ყოფილა ციხეებში და როგორც უდგებიან და ზრუნავენ სხვა პატიმრებზე, ასევე ზრუნავენ სააკაშვილზე. არავითარი პრივილეგია არ ექნება არც ერთ პატიმარს ", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკავილი დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა