თეგებით ძიება

გამარჯვების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ - ნიკა მელია

თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისის მერობის კანდიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიულ თანამდებობას დატოვებს.

როგორც კოალიციური მთავრობის წარგდენისას ნიკა მელიამ განმარტა, სანამ დედაქალაქის მერი იქნება, ორ თანამდებობას არ დაიკავებს.

"მე გამარჯვების შემდგ, მას შემდეგ რაც 30 ოქტომბერს და მჯერა, რომ თბილისი მხარს დაუჭერს მრავალფეროვნებას, ვალდებული ვარ, რომ ვიყო პირნათელი თბილისელებთან მიმართებაში და მჯერა, რომ სწორ ნაბიჯს გადავდგამ, თუ მე აღარ დავიკავებ პარტიულ მაღალ თანამდებობას ნაციონალურ მოძრაობაში და გამარჯვების შემდეგ, პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ",- განაცხადა ნიკა მელიამ.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თბილისსა და კიდევ 19 სხვა ქალაქში 30 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა