იტალიური ტირამისუ კვერცხის გარეშე
ინგრედიენტები:
ღვინო მარსალა - 50 მლ
ყავა ესპრესო - 300 მლ
სავოიარდის ბისკვიტები
მასკარპონე - 250 გ
შოკოლადი - 30 გ
ნაღები 35 % - 500 გ
შაქრის პუდრი - 3 ჩ.კ
კაკაო - 3 ჩ.კ
მომზადების წესები:
ნაღები, მასკარპონე, პუდრა და ღვინო მოვათავსოთ თასში. ავთქვიფოთ მსუბუქი კრემის კონსისტენციამდე.
ყავაში ამოვავლოთ სავოიარდის ბისკვიტები და დავალაგოთ ერთ ფენად ჭურჭლის ძირში. ზემოდან გადავუსვათ კრემის ფენა. მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
გავაკეთოთ ბისკვიტების კიდევ ერთი ფენა, ზემოდან კვლავ კრემი წავუსვათ. შევდოთ მაცივარში მინიმუმ 3-4 საათი. სერვირების წინ, თავზე მოვაყაროთ კაკაო.
მარსალას არქონის შემთხვევაში, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ალკოჰოლური სასმელი: კონიაკი, რომი, ყავის ლიქიორი kahlua. ამ შემთხვევაში სამელი ყავას დავამატოთ.
gemrielia.ge