თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანენ.

მისი თქმით, სააკაშვილს იუსტიციის სამინისტროსგან არ მიუღია ცნობა, რომ პროცესი ჩანიშნული იყო, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მას მხოლოდ ადვოკატებისგან ჰქონდა.

ბასილაიას თქმით, სასამართლოში დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების საშუალება მიეცეს.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბასილაიას თქმით, მისი მდგომარეობა დამძიმდა.

დღეს სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა