თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები ციხეში მოსამართლე დავით კურტანიძემ გაუშვა, რითაც პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

დაცვის მხარემ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა