თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეების აცილებას ითხოვენ

7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილებას ითხოვენ.

ადვოკატები სხდომაზე ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას, მათ შორის ონლაინ ჩართვის ფორმით ითხოვდნენ.

“აცილებას ვაყენებთ იმის გამო, რომ სასამართლო არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რათა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს დაესწროს. ჩვენ ვითხოვდით სასამართლოს მხრიდან მცდელობებს, რომელსაც დარწმუნებული ვართ, მაინც არ მოჰყვებოდა შედეგი ხელისუფლების აღებული კურსის გათვალისწინებით, მაგრამ სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ამ საკითხისთვის მიეცა სამართლებრივი შეფასება. მეორე, მრავალჯერადად, განგრძობითად მოეთხოვა სააკაშვილის აქ გადმოყვანა და მესამე – მოეხდინა დემონსტრირება იმის, რომ სააკაშვილის აქ არ მოყვანა არის კრიმინალური ქმედება და სასამართლომ არც ერთი არ გააკეთა”, – განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა