თეგებით ძიება

უკრაინის ომბუდსმენი - მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების აღდგენა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება და მოუწოდებს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების აღდგენა.

როგორც ლუდმილა დენისოვა განმარტავს, სასამართლო პროცესზე სააკაშვილის არდასწრებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ დღეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი დაარღვია.

"საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ასეთი ქმედებები არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც გარანტირებულია სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლებაზე.

მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ ამ დარღვევაზე და მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების აღდგენა", - აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის სასჯელაღსრულების #12 დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ჩატარდა, თუმცა ექსპრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედევად, ის პროცესს არ დაასწრეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა