თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი არ შეწყვეტს შიმშილობას, ვიდრე სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ აპირებს შიმშილობის შეწყვატას, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო რთულია, თუმცა ის თავს მხნედ გრძნობს.

"მისი პოზიცია არის უცვლელი და მზადყოფნას გამოთქვამს გაითვალისწინოს ევროსასამართლოს მოწოდება, თუ ხელისუფლება თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს და შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს. ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, არ არსებობს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე შიმშილობს და არ შეწყვეტს, სანამ ის პირობები არ შესრულდება, რაზეც მან უკვე ისაუბრა ვრცლად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით არის შექმნილი. მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მისთვის, არამედ საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის და იმედია, საქართველოს მთავრობა მისი კერძო, ვიწრო ჯგუფის ინტერესებით არ დააზარალებს სრულიად სახელმწიფოს და რაიმე ტიპის დესტრუქციულ ქმედებას არ მიჰყოფს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ის არ მხნედ და მიიჩნევს, რომ უნდა იბრძოლოს და იბრძოლებს გამარჯვებამდე, სანამ ის პირობები არ იქნება შესრულებული, რომელიც მან გააჟღერა“, - განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სააკაშვილმა 12 ნოემბერს მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ მას გადაიყვანენ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ის დაუყოვნებლივ შეწყვეტს შიმშილობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა