თეგებით ძიება
19. 11. 2021 COVID - 19

1 749 თბილისი, 715 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 298 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 804 571-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.52% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 741 470.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 352 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 749

⭕ აჭარა - 155

⭕ იმერეთი - 715

⭕ ქვემო ქართლი - 273

⭕ შიდა ქართლი - 412

⭕ გურია - 109

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 334

⭕ კახეთი - 267

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 110

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 114

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 723 საიდანაც: 6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 540, იმერეთში - 1 365.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში - 619, აჭარაში - 126, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 38, იმერეთში - 30.

1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 779 - თბილისში, 227 - აჭარაში. 44 060 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა