თეგებით ძიება

შოტლანდიური საშობაო კექსი

ინგრედიენტები:

ფქვილი - 250 გ
რძე - 50 გ
ვისკი - 20 გ
ლიმონის და ფორთოხლის ცუკატები - 50-50 გ
1 ლიმონის ცედრა
ალუბლის ჩირი - 100 გ
ლეღვის ჩირი - 100 გ
ქიშმიში - (შავი და თეთრი) 250 გ
შაქარი - 120 გ
კარაქი - 180 გ
გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ
ნუში
თაფლი - 1 ს.კ
კვერცხი - 3

მომზადების წესები:

ჩირეული, ქიშმიში და ცუკატები (დაჭრილი) ამოსვარეთ ფქვილში.
კარაქი ათქვიფეთაფ შაქართან და თაფლთან ერთად. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი, ვისკი და რძე. დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ბოლოს დაამატეთ ცედრა, ცუკატები და ჩირი. მიღებული ცომი გადაიტანეთ ფორმაში (წინასწარ ქაღალდი ჩააფინეთ). ზემოდან ცომი მორთეთ ნუშებით.
გამოაცხეთ დაახლოებით 30 წუთი 180 გრადუსზე, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 150 გრადუსამდე და გამოაცხეთ სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
კექსი ულუფებად დაჭერით გაციების შემდეგ.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა