თეგებით ძიება

მამაკაცის 3 ტიპი, რომლებიც არასოდეს არ უნდა შეგიყვარდეთ - არასდროს!

არსებობს ბევრი ბიჭი, რომლებსაც ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. და თუ ერთ-ერთ მათგანს შეხვდებით, ეს კარგი სულაც არ არის... თქვენი ურთიერთობა არ განვითარდება და მას არასოდეს შეუყვარდებით - რაც უფრო ადრე გააცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე იპოვით ნამდვილ ბედნიერებას და სიყვარულს.

დაიმახსოვრეთ: ნუ ეცდებით მათ შეცვლას; ნუ ეცდებით მათ დახმარებას; ნუ ეცდებით მათ გადარჩენას - ამის ნაცვლად, უბრალოდ გაიქეცით!

1. დედიკოს ბიჭი
ჩვენ ყველა ვიცნობთ ასეთ ბიჭს - ის არ იღებს გადაწყვეტილებებს დედის თანხმობის გარეშე!

ის ვერ შეგიყვარებთ, რადგან მისი გული უკვე დაკავებულია და დედამისს ეკუთვნის. ეს ცუდი როდია, მაგრამ ეს მამაკაცი სახლის დალაგებასა თუ ტანსაცმლის არჩევაში დედას ეხმარება - და არა თქვენ.

ის მის აზრს იზიარებს და ეთანხმება და არა თქვენსას; როდესაც ავადაა, უნდა რომ მხოლოდ დედამ იზრუნოს და არა თქვენ; ის 30 წლისაა და მას უკვე ჰყავს ცხოვრების მთავარი სიყვარული.

2. „ურთიერთობისთვის მზად არ ვარ“
ქალბატონებო, ეს აქამდე უკვე მოგისმენიათ და კიდევ მოისმენთ. თუ ის ამბობს, რომ არ სურს სერიოზული ურთიერთობა და ვალდებულება, ის ამას გულისხმობს და თქვენ ამას პატივი უნდა სცეთ მის აზრს! თქვენ არ უნდა სცადოთ მისი შეცვლა!

და თქვენ ვერასდროს მიიღებთ იმას, რაც ნამდვილად გსურთ; ხოლო თუ დაელოდებით როდის შეიცვლება და გადალახავს ამ შიშს, ეს უბრალოდ არასოდეს მოხდება! ყოველ შემთხვევაში, თქვენთან მაინც...

3. მოთამაშე ბიჭი
ეს ბიჭი მხოლოდ ერთი საქმისთვისაა შექმნილი და მისი მთავარი ფუნქცია თამაშია. და თუ ის თქვენზე დაქორწინდება, გამოიცანით რა მოხდება? დიახ, ის მაინც მოთამაშესავით მოიქცევა, მაგრამ ამჯერად, მას სერიულ მატყუარას დაუძახებთ.

მას არ სურს სერიოზული ურთიერთობა და არც თქვენ გსურთ მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, რადგან მხოლოდ დროს კარგავთ. სასწრაფოდ მიატოვეთ ის და მისი ფობია - მათ შორის, თქვენი ადგილი არ არის!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა