თეგებით ძიება

ასპინძაში 46 წლის მამაკაცი მოკლეს

ასპინძაში 46 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

ინციდენტს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი მანქანით გადაადგილებოდა, რა დროსაც დამნაშავის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულმა კი მის საცხოვრებელ ადგილს მიაკვლია და შური იძია.

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიეყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა