ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა
1 იანვრის ღამეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმამ ტყუპისცალი ძმა ცივი იარაღით მოკლა. მოტივი უცნობია. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში,ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.