ახალგაზრდა ქალი გაზით გაიგუდა
თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
"თბილისი ენეჯრის" ცნობით, გარდაცვლილი სავარაუდოდ სტუდენტი იყო, რომელიც ბინაში გირით ცხოვრობდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.