თეგებით ძიება

"მოლარეს ძალის გამოყენებით თანხა გასტაცა" - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე "ბესტ მარკეტში" შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა