100 დღე პატიმრობაში - აქტივისტები სააკაშვილის გათავისუფლების გეგმაზე მუშაობენ
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან 100 დღე გავიდა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად ახალ პლატფორმას აფუძნებს. ასევე ანონსდება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. სააკაშვილთან მე-9 დღეა რაც კონსილიუმის წევრებს და პირად ექიმს არ უშვებენ, ხოლო ადვოკატებს მასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევათ, რადგან შეხვედრების ოთახში სპეციალური ბარიერია.
"ტრაგიკომედიაა, როცა უკვე მერამდენე დღეა პენიტენციური სამსახურისგან არ ვიცით არაფერი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, როგორ არის ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ, მის პირად ექიმსაც არ უშვებენ მოსანახულებლად", - ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.