ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაცია - ალექსანდრე გეჯაძე
ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, რომელიც პროცესში დამოუკიდებლად იყო ჩართული, გაიზიარა დასკვნის ის შინაარსი, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა. დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა წერია.
"გავაანალიზე და შევისწავლე მთლიანად ლაბორატორიული კვლევის მონაცემები და ა.შ. მივედი საბოლოო დასკვნამდე მე პირადად, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაცია ორგანიზმის, რამაც შედეგად განაპირობა გულსისხლძარღვთა მწვავე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარეგანი დათვალიერების დროს, მივაქციეთ ყურადღება საზარდულის მიდამოებს, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ და მარცხნივ ნანახი იქნა მკაფიოდ გამოხატული პოსტ ინექციური ხანდაზმული ნაწიბური. ხანდაზმულობა ერთ შემთხვევაში იყო ერთი საათის დროის ინტერვალი გარდაცვალებამდე და მეორე იყო 4 საათის ინტერვალი," - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.