"ვენები ჰქონდა გადაჭრილი, ხეზე ქუდით იყო მიბმული" - სოფელ მუხრანში კაცის ცხედარი იპოვეს
სოფელ მუხრანში, ტყესთან 38 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ხეზე მიბმულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა.
სოფლის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ კაცი, სავარაუდოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არაა, რადგან ის პირველად ნახეს. მათი თქმით, კაცს ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა სისხლის კვალი ადგილზე არ იყო, ის ხეზე ქუდით იყო მიბმული.
ცხედარი პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.