ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის დაკავებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადეს
საქალაქო სასამართლოში თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულების პროცესი გაიმართა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მკვლელობისთვის დაკავებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს. ბრალდებულებმა, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ, დღევანდელ პროცესზე განაცხადეს, რომ სურთ, ბრალი მოსამართლემ გამოიტანოს.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებს დღეს არ უსაუბრიათ მკვლელობის დამკვეთზე.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.