თეგებით ძიება

ძალიან ნათელია ის სიყალბე, რაც მოვისმინეთ მოსამართლის პირით - მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება აბსურდულია.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მათ შორის, მედიასა და იმ მეგობრებს, რომლებიც ახლა აქ არიან. ეს არის იმ სოლიდარობის დადასტურება, როდესაც სიმართლისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ, რომ ასევე დავდგები ყველა ადამიანის გვერდში, თუ დავინახე, რომ უსამართლოდ სახელმწიფო დააპირებს ვინმეს დაჩაგვრას, ეს იქნება ჩემი მთავარი საკითხი მომავალ მოღვაწეობაში.

რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცებ ეს მუხლი გაქრა და 4 წლის შემდეგ 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოვახდინოთ ჩვენ და საზოგადოებამ“, - განაცხადა ხაზარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა