მქონდა მოლოდინი, რომ დაკავებას ვერ გაბედავდა, ივანიშვილის სტანდარტითაც კი მეტისმეტი იქნებოდა - ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობსი" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხაზარძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა. მოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამის მიუხედავად, ვიდრე პოლიტიკური მართლსამჯულება ბიძინა ივანიშვილის ხელშია, თავს დაცულად ვერცერთი მოქალაქე ვერ იგრძნობს.
"ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა ამ ეტაპზე კიდევ ახალ პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა იმ მრავალრიცხოვან პატიმართა რიგებს. მე პირადად მქონდა ეს მოლოდინი, რომ ის ამას ვერ გაბედავდა, ვინაიდან მისივე სტანდარტითაც კი ეს იქნებოდა მეტისმეტი. რა თქმა უდა, მისასალმებელია ის, რომ ადამიანები სამი წლის განმავლობაში იბრძოდნენ. მიხარია, რომ ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო ბევრნი არიან ოპოზიციურო პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც არ ნებდებიან და თავს არ უხრიან. პრობლემა, რა თქმა უნდა არსად არ წასულა, უდიდესი პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება. სანამ პოლიტიკური მართლსამჯულება როგორც იაარღი აქვს ხელში ჩაგდებული ბიძიინა ივანიშვილს, საქართველოს ვერცერთი მოქალაქე თავს ვერ იგრძნობს დაცულად", - თქვა მელიამ.