თეგებით ძიება

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაში ბრალდებული 2 მუშა და ბინის მეპატრონე პატიმრობაში დატოვეს

ორი მუშა და ბინის მეპატრონე პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო ციხეში გაშვებულები გირაოთი არ გაათავისუფლა.

დაცვის მხარე პროცესზე ამბობდა, რომ მათი დაკავება სავალდებულო არ იყო, არ დაემალებოდნენ გამოძიებას და ვერც მოწმეებზე მოახდენდნ ზეწოლას. თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალსიწინა.

სასამართლომ არც ბრალდებულის ადვოკატის მეორე შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც პროცესზე ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის, დაკითხვას ეხებოდა. დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ ბათუმის მერი კორპუსის ნგრევის საქმეზე დამატებითი დეტალებს იცნობდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე დაკავებულებს საყრდენი კედლების მონგრევას და შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დარღვევით ჩატარებას ედავებიან, რამაც ცხრა ადამიანის სიცოხლე შეიწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა