შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ჰეროინი“ ამოიღო
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1977 წელს დაბადებული რ.ა. დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა რ.ა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.