თეგებით ძიება

"ჯიბეში 32 ათასი ლარი ჰქონდა" - რა ვერსიებზე საუბრობენ საგარეჯოდან გაუჩინარებული მამაკაცი ახლობლები

მეცხრე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ მამაკაცს ეძებენ - 42 წლის ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს მეგობრის სახლში წავიდა იმ მოტივით, რომ მასთან ერთად შეეძინა პირუტყვი. მამაკაცმა თან 32 000 ლარი წაიღო.

ბოლო კომუნიკაცია ნაზიმ ნაბიევთან გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფეხრათ ყურბანოვის ოჯახში შედგა, საიდანაც მამაკაცმა ოჯახს აცნობა, რომ იქ იმყოფებოდა.

გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების მიხედვით ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან ნაბიევი და ყურბანოვი ერთად, სწორედ ყურბანოვის ფერმის ერთ-ერთ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე დაკარგული მამაკაცის ნაზიმ ნაბიევის ოჯახის წევრებს გარკვეული შეკითხვები გააჩნიათ ყურბანოვების ოჯახთან და სწორედ მათგან უნდათ, რომ მიიღონ ინფორმაცია თუ სად იმყოფება 42 წლის მამაკაცი.

"ყარაჯალიდან დარეკა ერთმა ბიჭმა, იცნობდნენ ერთმანეთს და მას უთქვამს, რომ მოდი, საქონელი არის და ვიყიდოთო. ნაბიევი იმის გულისთვის წავიდა და 4 საათის მერე იმის ტელეფონი გათიშულია. ჯიბეში ჰქონდა 32 ათასი ლარი და პირდაპირ ყარაჯალაში წავიდა, იმის მერე არაფერი ვიცით," - განაცხადა ნაბიევის ოჯახის ახლობლებმა.

როგორც დაკარგული მამაკაცის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, ყურბანოვმა ნაბიევს ტელეფონით საუბრისას უთხრა, უფულოდ არ წასულიყო და თანხა თან წამოეღო.


წყარო: "რუსთავი 2"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა