რუსი მაფიოზის შეყვარებულის მკვლელობისთვის ბრალდებით შეცდომით დაკავებული ქართველი ემიგრანტი, გაათავისუფლეს
48 წლის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ბერძენმა სამართალდაცავებმა რუსი მაფიოზის და მისი შეყვარებულის მკვლელობის ბრალდებით შეცდომით დააკავეს, გაათავისუფლეს.
კაცი, რომელიც საბერძნეთი პოლიციამ, 11 იანვარს რუსი მაფიოზის და მისი შეყვარებულის მკვლელობის ბრალდებით შეცდომით დააკავა, დღეს რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ კაცს მის მიერ წარდგენილი ბრალდებაში უდანაშაულობა, გუშინ დილით დაუმტკიცდა, გვიან ღამით ის თესალონიკიდან კორინდალოს საპატიმროში გადაიყვანეს, საიდანაც დღეს რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, 48 წლის ქართველის, იაოკიმ კარსლიადის ( სავარაუდოდ სახელი და გვარი შეცვლილი ბერძნული პასპორტის აღების დროს) ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართველი ემიგრანტი, საბერძნეთის პოლიციამ უსამართლოდ დააპატიმრა.
“დაკავებისას მას განუცხადეს რომ დაპატიმრებული იყო მის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, რის საფუძველზეც მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა”
მას შემდეგ რაც ბერძენმა სამართალდამცველებმა დაადასტურეს მისი უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებაში ადვოკატი სხვა საკითხებთან ერთად კატეგორიულად მოითხოვს მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და მისი სასტიკად შელახული პატივისა და რეპუტაციის სრულად აღდგენას.
წყარო