კლინიკაში ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა - ხმაური ბათუმში
ბათუმში, კლინიკა „ბაუ“-ში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ღამით ქალს ტკივილები დაეწყო, კლინიკაში მიიყვანეს, დილით კი ექიმებმა განუცხადეს, რომ ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა.
ოჯახის წევრები მედპერსონალს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.
მომხდარზე დაწყებულია შიდა მოკვლევა.