კაცმა ქალი ჯერ გაგუდა და შემდეგ გაზი გაუშვა - ლაგოდეხში ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა
ლაგოდეხში 35 წლამდე ქალის გარდაცვალების ფაქტზე, მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, კაცმა სავარაუდოდ, ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი გაზქურა მოუშვა და დატოვა.
თავდაპირველად ქალის გარდაცვალების მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდებოდა.
ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.